ადვოკატთა საყურადღებოდ!

22 თებერვალი 2018

GDI (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა)ახორციელებს პროექტს “პოლიციის მიერ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება კვლევისა და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით”. აღნიშნული პროექტის მიზანი არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენცია და მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაა.    

 

პროექტის ფარგლებში, GDI-მ მოამზადა კითხვარი, რომელიც მიზნად ისახავს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის კუთხით ადვოკატთა პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. მოპოვებული ინფორმაციის შემდგომი ანალიზი კი მნიშვნელოვნად გაადვილებს ქვეყანაში ამ მხრივ არსებული პრობლემების გამოვლენას და მათი გადაჭრის გზების დასახვის პროცესს. 

 

გთხოვთ, 2018 წლის 1 მარტამდე შეავსოთ წარმოდგენილი კითხვარი

(იხ. ელექტრონულ ბმული) https://goo.gl/forms/P6geteCqOQQE27jX2  

 

დამატებითი შეკითხვებისთვის დაუკავშირდით საკონტაქტო პირს:

გვანცა წულუკიძე

მობ.: (+995) 599 337222                                            

ოფისი: (+995) 322 720880

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი